დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტიას ეყოფა სახელმწიფოებრივი ხედვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეროვნული ფორუმის“ უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ გადავიდა წინასაარჩევნო რეჟიმში, ეყოფა სახელმწიფოებრივი ხედვა, რათა კოლაფსურ სიტუაციაში არ შეიყვანონ პარლამენტის საქმიანობა.

„ფორუმის გადაწყვეტილების შემდეგ გართულდება უფრო გადაწყვეტილებების მიღება. ის ისედაც არ იყო მარტივი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ”რესპუბლიკელებმა” კიდევ უფრო მეტი თავისუფლება დაანონსეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ხედვები საკითხებთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე, ასეთი ფორმატი უცხო არ არის, გახშირდება კონსულტაციების რაოდენობა კონკრეტული საკითხების ირგვლივ“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კოალიციაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ერთგვარი ტესტი იქნება თუ როგორ ითანამშრომლებენ განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ძალები ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტიას ეყოფა სახელმწიფოებრივი ხედვა, კოლაფსურ სიტუაციაში არ შეიყვანონ პარლამენტის საქმიანობა. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ როგორ ითანამშრომლებენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ძალები, ისე რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა მეჭიაურმა.

Visited 100 times, 1 visit(s) today