დასასრულს უახლოვდება დაბა სურამში, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დასასრულს უახლოვდება დაბა სურამში, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი, ამჯერად, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირების განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 1296 939 ლარს შეადგენს. მშვიდობის ქუჩა საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და სხვა ქუჩებთან დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს, შესაბამისად, განხორციელებული პროექტით 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს. დაბა სურამში, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს.

Visited 136 times, 1 visit(s) today