დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

Visited 34 times, 1 visit(s) today