დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო! საერთაშორისო აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“ – ს წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებმა წინასწარ შერჩეული ტერიტორიები კეთილაძის ქუჩა, სოფელი ცხრაწყარო და მისი მიმდებარე სოფლები დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობების შექმნას და მასზე ზრუნვას ემსახურება.
Visited 189 times, 1 visit(s) today