დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში საჭიროა, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 საათიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან, ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ჩაკეტვის პერიოდში, დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-204) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზაზე და დაფნარი-სამტრედია-ახალსოფელი და ბაშის სატრანსპორტო კვანძზე არსებული პანდუსი 2-ის გავლით განხორციელდება დაკავშირება თბილისის მიმართულებასთან.

Visited 159 times, 1 visit(s) today