დაშავებული სამხედროების ოჯახებს საშობაო საჩუქრები გადასცეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართულ-ამერიკული ორგანიზაცია „გამარჯვება – პარტნიორობის ალიანსის“ წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს რაგბის კლუბ „არმიას“ მორაგბეებთან ერთად, საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს მორაგბეებმა გორში მცხოვრებ დაშავებულ სამხედროებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

სამხედროების შვილებმა საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათა და მსოფლიო ბრენდი „რაინოს“ რაგბის ბურთები მიიღეს.

საქველმოქმედო აქცია ქართულ-ამერიკული ორგანიზაციის ეგიდით და ეტლის რაგბის კავშირის პარტნიორობით განხორციელდა.

ორგანიზაციის მიზანი დაშავებული სამხედროების რეინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაა.

Visited 230 times, 1 visit(s) today