დაცულ ტერიტორიებზე არსებული სერვისები დადებითად გამოკითხულთა 84%-მა შეაფასა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული ვიზიტორთა კმაყოფილების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგები საზოგადოებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა და მონაცემთა კვლევის ჯგუფის წარმომადგენელმა, ლაშა გულბიანმა წარუდგინეს.
კვლევის თანახმად, დაცულ ტერიტორიებზე არსებული სერვისები დადებითად გამოკითხულთა 84%-მა შეაფასა. ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი – 88% აუცილებლად ურჩევს მეგობრებს ეწვიონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. გამოკითხულთა 68,8% მომუშავე პერსონალის ვიზიტორისადმი დამოკიდებულებას ძალიან მეგობრულად აფასებს. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას, თავს დაცულად 88,3% გრძნობს.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულმა ვიზიტორებმა საკუთარი იდეებიც დაასახელეს, რომელთა განხორციელებითაც დაცული ტერიტორიები მეტად მიმზიდველი გახდებოდა. კვლევის მონაწილეები ძირიდად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, დასასვენებელი ობიექტების გაფართოვებას, საკვები პუნქტების გახსნას და ატრაქციების დამატებას ისურვებდნენ.
კვლევა მონაცემთა კვლევის ჯგუფმა სამ დაცულ ტერიტორიაზე: მარტვილის კანიონზე და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში, 2017 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩაატარა.
სულ გამოკითხა 238 დამთვალიერებელი, რომელთა 43,2% ქართველი ვიზიტორი იყო, ხოლო 56,8% – უცხოელი. გამოკითხვა ინტერვიუერის მიერ ადმინისტრირებადი ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი სპეციალიზებული კითხვარებით მიმდინარეობდა.
ვიზიტორთა კმაყოფილების კვლევას დაცული ტერიტორიების სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს.
მონაცემთა კვლევის ჯგუფი დიდი გამოცდილების მქონე მკვლევართა ჯგუფს აერთიანებს, რომელთა კვლევებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პერიოდულად ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერეო გამოცემებში. კომპანია ფლობს მონაცემთა შეგროვების და ანალიზის უახლეს მეთოდებს და თანამედროვე უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელს ხდის დროის შემჭიდროვებულ ვადებში ფართმასშტაბიანი და მაღალი ხარისხის მქონე კვლევების ჩატარებას.

Visited 175 times, 1 visit(s) today