დახურული შეხვედრა პარლამენტში- მმართველი გუნდი რამდენიმე საათია თათბირობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მმართველი გუნდი დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტში პრემიერ-მინისტრი, ვიცეპრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წევრები ესწრებიან. თათბირი რამდენიმე საათია გრძელდება, შეხვედრაში მონაწილეთა ნაწილმა, მათ შორის დავით უსუფაშვილმა და რამდენიმე ფრაქციის წევრმა უკვე დატოვა და ამჟამად შეხვედრას, მხოლოდ ფრაქცია ქართული ოცნების და მთავრობის წევრები ესწრებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საკანონმდებლო დღის წესრიგზე იმსჯელეს. ამასთანავე დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე „ეროვნული ფორუმის“ არყოფნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმმა ფორმალურად უკვე დატოვა უმრავლესობა და შესაბამისად ისინი ამ ფორმატის შეხვედრებზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ

„ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, ვსაუბრობდით მიმდინარე საკანონმდებლო დღის წესრიგზე. არჩევნების მოახლოების კვალობაზე დამატებითი კონსულტაციები არ იქნება ურიგო, ამიტომ უმრავლესობის ფორმატში ასეთი შეხვედრები არ იქნება ურიგო. ხან მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციების წევრები შეიკრიბებიან, ხან მთავრობაც ჩაერთვება. ეროვნულმა ფორუმმა გამოაცხადა რმ მან დატოვა უმრავლესობა, შესაბამისი დოკუმენტი შემოსულია პარლამენტში. ფორმალურად ეროვნული ფორუმი უმრავლესობაში აღარ არის“- განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო სიების საკითხზე და წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბარი არ ყოფილა.

Visited 140 times, 1 visit(s) today