დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის შედეგები იყო წარმოდგენილი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 2018 წლის შედეგების ანალიზის მიხედვით, ორსული ქალების 90%-ზე მეტი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის დაწესებულებას მიმართავს, რაც პერინატალური რეგიონალიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები სხვა მიმართულებებითაც:
შემცირდა:
• მკვდრადშობადობის მაჩვენებელი 0,9 (2017-9,4 2018- 8,5)
• ნეონატალური სიკვდილობა 1,7 (2017-6,6 2018- 4,9);
• საკეისრო კვეთების რაოდენობა 2,8%(2017-45,4 2018-41,7);
• პირველი საკეისრო კვეთები 5,1% (2017-54,5 2018- 49,4)
• ნეონატალური ტრანსპორტრების ინდექსი (ტრანსპორტირებულ ახალშობილთა რაოდენობა 100 ცოცხალშობილზე 2,7 )

ქვეყნის მასშტაბით პერინატალური სერვისის მიმწოდებელი საერთაშორისო სტანდარტის 78 დაწესებულება ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ დაცულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი.
ქვეყნის სამ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სელექტიური კონტრაქტირება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც კლინიკას შესაბამისი დონე უნდა ჰქონდეს მინიჭებული და მშობიარობების რაოდენობა მინიმუმ 750-ს უნდა აღწევდეს.
ასევე, დაიხვეწა სტატისტიკის წარმოების პრინციპიც. ფუნქციონირებს დაბადების და გარდაცვალების რეგისტრი.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია. სხდომას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.

Visited 148 times, 1 visit(s) today