დედაქალაქის ვიცე-მერმა და მერის მოადგილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„უკვე 26 წელია, ეს ტკივილი ყველა ქართველს მოჰყვება. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს. ახლა მთავარი ისაა, ერთად ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და მშვიდობიანი გზით შევძლოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

Visited 104 times, 1 visit(s) today