დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზა ინტენსიურად იწმინდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანიის დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

Visited 97 times, 1 visit(s) today