დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული მშენებლობები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ახლო მომავალში ის კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ მერის წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარე პროცესის ხელშეწყობა და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია, ამიტომაც მერმა მათ მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.

Visited 162 times, 1 visit(s) today