დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება. სოფელ სამრეკლოში დასასრულს უახლოვდება მეორე ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. აღნიშნულ პროექტზე 600 000 ლარზე მეტი იხარჯება.
გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სოფელ ხორნაბუჯშიც. გელოვანის ქუჩაზე მიმდინარეობს მოხრეშვა-მოგრეიდერება. ასფალტის დაგება კი მომავალი კვირისთვის იგეგმება. სამუშაოებისთვის 350 000 ლარზე მეტია გამოყოფილი და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მექანიზატორი-2005“ ასრულებს.
აქვე გაცნობებთ, რომ უახლოეს უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ ხორნაბუჯში კოსტავას ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობისა და ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Visited 180 times, 1 visit(s) today