დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციულ ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტართან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრას ასევე მერის მოადგილეები , პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სოფლებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი შიოლაშვილმა და ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს.
საუბარი შეეხო მიმდინარე ალოობის პრცესს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში თავთავიანი კულტურის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება და უხვმოსავლიანობით არც მიმდინარე წელია გამონაკლისი.
თათბირზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს და მუნიციპალიტეტისთვის მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Visited 183 times, 1 visit(s) today