დედოფლისწყაროში, ელიაობა აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ელიაობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. წირვას დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიპალიტეტის მერი ნიკოლზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილი დაესწრნენ და დედოფლისწყაროელებს ტრადიციული სახალხო ზეიმი მიულოცეს.
ელიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ ჭიდაობაში ბიძინა მაზიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა.
ტურნირი ელიაობისა და დედოფლისწყაროობის დღესასწაულებს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს. ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის ტურნირს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ესწრებოდნენ.
დღესვე, საღამოს 8 საათზე ქ. დედოფლისწყაროს ცენტრალური მოედანზე “დედოფლისწყაროობის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

Visited 226 times, 1 visit(s) today