დედოფლისწყაროში საპნის, საკმლის, თრიმლისა და აკაკის ნერგები დაირგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

17 ივნისი გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად გაუდაბნოებასა და გვალვასთან ბრძოლის საეთაშორისო დღედაა გამოცხადებული. ამ მნიშვნელოვან თარიღს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი REC გამოეხმაურა- მისი ორგანიზებით დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში , შირაქის ქარსაცავი ზოლის დეგრადირებულ მონაკვეთში საპნის, საკმლის, თრიმლისა და აკაკის ნერგები დაირგო. აქციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კახეთის გუბერნიის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და გერმაანიის საერთაშორისო საზოგადოება GIZ-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
გერმაანიის საერთაშორისო საზოგადოების დედოფლისწყაროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ამირან კოდიაშვილის განცხადებით, ნერგების მოვლა-პატრონობის ვალდებულებას GIZ აიღებს.
დღეს შირაქის ქარსაცავ ზოლში სულ ასი ერთეული სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.

Visited 280 times, 1 visit(s) today