დევნილების მიერ შექმნილ 19 ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში, დევნილთა საცხოვრებელი 19 შენობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნულ ობიექტებში, ჯამში, 750-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც სხვენები, სარდაფები, დერეფნები და სხვა საერთო სარგებლობის ფართები უკანონდებათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მცხოვრებ 57 დევნილ ოჯახს ესტუმრა და დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ეს საკითხი დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ობიექტია, სადაც 20 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში ყველა ობიექტის ამხანაგობას, რომელიც შესაბამის ნახაზს წარმოადგენს, საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება.
საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტები, დევნილთა განსახლების ობიექტებში თავიანთ პროგრამებს უკვე სრულად განახორციელებენ.

ობიექტების ჩამონათვალი :
1.თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N44
2.თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N134ა
3.თბილისი, ვარკეთილი-3, IIმ/რ, კორპუსი 20ა
4.თბილისი, ფერაძის ქ N3, კორპუსი 2
5.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13
6.თბილისი, გორგასლის ქუჩა, III შესახვევი, N3
7.თბილისი, ვეკუას N2
8.თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი N70 (გურამიშვილის ჩიხი N9)
9.თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა N30
10.თბილისი, გიგო ზაზიაშვილი ქ. N 13ბ
11.თბილისი, გურამიშვილის გამზ. N70, კორპ 5
12.თბილისი, ზესტაფონის ქ. N 1
13.თბილისი, ხიზაბავრის ქ. N41
14.თბილისი, ბაქოს ქ. N 1ა
15.თბილისი საბურთალო ქ. მიცკევიჩის ქ. N19
16.წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა
17.წყნეთი, ერეკლე II ის ქ. N14
18.წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ.N18
19.ბათუმი, ლეონიძის ქ. N15

Visited 143 times, 1 visit(s) today