დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროსა და სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, შენობას, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სახურავის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ღირებულება 56 686 ლარს შეადგენდა.
თბილისში, თანადაფინანსებით 500-მდე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.

Visited 118 times, 1 visit(s) today