დიდთოვლობის შედეგად, დაზიანდა ანძები და მაღალი ძაბვის ხაზები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად სოფელ წონიარისში, ჯაიმელას უბანში ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. დიდთოვლობის შედეგად, დაზიანდა ანძები და მაღალი ძაბვის ხაზები, რის შედეგადაც 20 ოჯახი რამოდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფების თავდაუზოგავი 24 საათიანი შრომის შედეგად, ახლით ჩანაცვლდა ბოძები და გაიმართა ხაზები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ენერგოსისტემის წარმომადგენლებს უამინდობასა და დიდთოვლობაში გაწეული შრომისთვის.
ამ დროისთვის წონიარისს შუქი სრული დატვირთვით მიეწოდება.

Visited 189 times, 1 visit(s) today