დიმიტრი ქუმსიშვილი კრისტიან დენიელსონს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონს ხვდება.
მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. საუბარი ეხება იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას, ასევე, ესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპის საგარეო საქმიანობის სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი თომას მეიერ ჰარტინგი.

Visited 126 times, 1 visit(s) today