დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები და მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით.

Visited 172 times, 1 visit(s) today