დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „McKinsey & Company“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „McKinsey & Company“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებები განიხილა. კომპანია საქართველოს მთავრობის კონსულტანტია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველოში შიდა გენერაციის ზრდის და ენერგეტიკული რესურსების რაციონალური ათვისების, ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტიული უზრუნველყოფის და ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიმართულებები.

Visited 178 times, 1 visit(s) today