დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორ სტეფან მაიერს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორ სტეფან მაიერს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ეკონომიკური პარამეტრებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტია.
შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც ასევე იყვნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში David Bakradze და ფინანსთა მინისტრის მოადგილე Nikoloz Gagua.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრები უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავენ. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მლნ ესდეერის (42.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით.

Visited 112 times, 1 visit(s) today