დიმიტრი ქუმსიშვილი ჯიჰად აზურთან შეხვედრას მართავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას მართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორთან ჯიჰად აზურთან.
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, ესწრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.
შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების, მათი განხორციელების პროცესისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.

Visited 119 times, 1 visit(s) today