საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, სათბობ-ენერგეტიკის და ენერგოუსაფრთხოების, აგრეთვე აგრო-სამრეწველო სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
Visited 135 times, 1 visit(s) today