დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბორის მინცის ინსტიტუტის და თელ-ავივის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება იყო „მცირე გარდამავალი ეკონომიკები: ლოკალური პასუხები გლობალურ გამოწვევებზე“. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი სამთავრობო რეფორმები და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები გააცნო. მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, მონტენეგროს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იგორ ლუკშიჩი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და სხვა საპატიო სტუმრები.

Visited 142 times, 1 visit(s) today