დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველ მოადგილესთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი თაბუაშვილთან ერთად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები დაათვალიერა.
„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გარდა, პირველი ვიცე-პრემიერი „ადლიის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვია, სადაც გაეცნო ახლადშექმნილი ფიტოვეტსანიტარული კონტრლის ზონის საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზონა უკვე შექმნილია „ფოთის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით ერთ წელიწადში, კი მსგავსი მომსახურების მიღება „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზეც იქნება შესაძლებელი.
სამომავლოდ, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს.

Visited 175 times, 1 visit(s) today