დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია ცოტა ხნის წინ შემუშავდა, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტული პუნქტის განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზის სრულყოფა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში ამოქმედდება საპენსიო რეფორმა. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ძალაში შევა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვის.
ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად.

Visited 137 times, 1 visit(s) today