,,დინამოს” გამარჯვების 35 წლის იუბილე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის „დინამოს“ მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისის „დინამოს“ 1981 წლის ფეხბურთელთა და ფეხბურთის გულშემატკივართა მიღება გაიმართა. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, შედგა ასევე საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია. თბილისის მერმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“ეს იყო ტრიუმფი, რომელიც მაშინაც და ახლაც, 35 წლის შემდეგ, ყველას სიამაყის გრძნობით გვავსებს! თითოეული თქვენგანი, ვინც იმ დროს „დინამოში“ იყო, ყველა თბილისელისთვის, ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით ძვირფასი და დასაფასებელია! ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ხშირად ვუამბოთ ამ გმირობის შესახებ.
სწორედ ამიტომ, მე მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქალაქს და ყველა გულშემატკივარს მიანიჭა სიხარული იმისა, რომ ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება გვეზეიმა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე ვეტერან ფეხბურთელებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

Visited 138 times, 1 visit(s) today