დმანისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ქალაქ დმანისში არსებული მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად მოინახულა. პროექტის ფარგლებში მონუმენტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მოეწყობა მის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ღირებულება შეადგენს 360 460 ლარს. ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. დმანისში მიმდინარე იფნრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Visited 23 times, 1 visit(s) today