დმანისის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დმანისის მუნიციპალიტეტში ნოვრუს ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო გამოფენა და ტრადიციული სპორტული აქტივობები. ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილობრივებსა და მიწვეულ სტუმრებს სცენიდან მიულოცეს ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, ზაურ დარგალმა და გიორგი ტატუაშვილმა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო დმანისელებსა და წარმატებულ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Visited 166 times, 1 visit(s) today