დმანისში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ახა გრინსი – „მწვანე სასტუმრო დედამიწაზე“ აშენდება. პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსამდე დაგეგმილია გაზსადენის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას. გარდა ამისა, მოცემულ ტერიტორიაზე ჩატარდება საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაგეგმილია ფერმის, ხეხილის ბაღის და საკალმახე მეურნეობის მოწყობა-განვითარება.

“მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რეგიონში ტურისზმისა და ეკონომიკის განვითარებას, რაც მთავარია, გაზრდის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“ -განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

Visited 32 times, 1 visit(s) today