დორეულები-ხევსურთოსფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომომობილო გზების დეპარტამენტი, სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7 კმ–იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ დორეულებში და მთავრდება სოფელ ხევსურთსოფელში.
აღნიშნული მონაკვეთის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პერიოდული შეკეთების პროექტის მიხედვით, მოხდება ასფალტ–ბეტონის საფარის აღდგენა, ხელოვნური ნაგებობების შეკეთება, ბეტონის კიუვეტების, გზის გვერდულების მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება, მოედნისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
ამ დროისთვის, გზის საფუძვლის დეფორმირებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 980 400 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დასრულდება.

Visited 359 times, 1 visit(s) today