დოშაყეში გზის რეაბილიტაცია გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (II ეტაპი). მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან და აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.
ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსაწრეტი მილები, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტები, მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 109 times, 1 visit(s) today