დუშეთის კულტურის სახლში თეატრალური ფესტივალი “ოქროს ნიღაბი” გაიმართა

24/05/2019

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში თეატრალური ფესტივალი “ოქროს ნიღაბი” გაიმართა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია ტრადიციად იქცა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ფილიალებისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. დუშეთის სკოლამდელი აღზრდის სამი ფილიალი, დაბა ჟინვალის სკოლამდელი აღზრდის ფილიალი, მაღაროსკარის საჯარო სკოლა, დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა და დუშეთის კულტურის სახლთან არსებული მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეები. ღონისძიებას უძღვებოდა კულტურის სახლის დირექტორი თამარ მოზდოკელი, რომელმაც ჟიურის გადაწყვეტილებით, საჩუქრები და დიპლომები გადასცა შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს:

არტისტიზმი – მაღაროსკარის საჯარო სკოლა, სპექტაკლით “სათაგური”;
დეკორაცია და მუსიკალური გაფორმება – ჟინვალის საჯარო სკოლა, სპექტაკლით “დედობილი”;
I ადგილი – ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლთან არსებული მხავტვრული წრე სპექტაკლით “მისის მარჩი და მის შვილები”.

რაც შეეხება, სკოლამდელი აღზრდის ფილიალების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების “გაკვეთილი ტყეში”, “სიზმარა”, “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “რწყილი და ჭიანჭველა”, დამდგმელ პედაგოგებს, მათ დუშეთის კულტურის სახლისგან. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0