დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მომღერალი თემურ თათარაშვილი, მუსიკოსი თომა მავრომატი, ანსამბლი „ქალილო“, ადგილობრივი ჯაზმენი კახა ხუციშვილი, იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობები – ელენე პაპიაშვილი და იოსებ კაკალაშვილი, ხოლო ღონისძიებას უძღვებოდა ზაზა ალექსიძე.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა. ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს მისალოცი ბარათები და ყვავილები გადაეცათ.