დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ წარმომადგნელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო ვიზიტით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ წარმომადგნელები იმყოფებოდნენ. შეხვედრა ეხებოდა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას, შექმნას გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში დუშეთის მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება.

პროექტის კოორდინატორის, გიორგი ნასრაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა მხარს უჭერს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე;
დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით.
ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება;
მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის ფარგლებში, ამორჩეულია სამი სამიზნე რეგიონის მუნიციპალიტეტები: მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან და ქვემო ქართლიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, გაეროს განვითარების ექსპერტები ნათია ფირაშვილი და ეკა დგებუაძე.

Visited 107 times, 1 visit(s) today