მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად, მერის პირველი მოადგილე – ვასილ წიკლაური და მოადგილე – ოთარ ჩხეიძე წარადგინა. მხარის პირველმა პირმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ კი აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მერიას შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მომავალი 4 წელი დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის მეტად ნაყოფიერი იქნება. თავის მხრივ, მერის პირველმა მოადგილემ – ვასილ წიკლაურმა და მოადგილე ოთარ ჩხეიძემ გამოცხადებული ნდობისათვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და აქტიური მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების, განყოფილებების უფროსები და სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.