დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ფილიალებში მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა, სადაც აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილ იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები. პატარებმა, როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს გაზაფხულის დადგომა სარვამარტო და დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლები.

Visited 96 times, 1 visit(s) today