დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მაცაცო ნარიმანიძემ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მოცემულ ვადებში და რაც მთავარია ხარისხიანად. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება“- განაცხადა დუშეთის მუნიციპალიუტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.

Visited 60 times, 1 visit(s) today