სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ აგრძელებს გამწვანების ღონისძიებებს. ფონდის ორგანიზებითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით 2 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 300 არაგველის მემორიალთან ერთობლივად დაირგო კიპარისის 100 ნერგი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი დავით ალადაშვილი.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.
საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რეკრეაციული და ისტორიული ადგილების გამწვანებაში.