დუშეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოწესრიგება გრძელდება. დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახლად გახსნილი ბაღი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ზაქარია ქუცნაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. გუბერნატორის თქმით, ოძისის საბავშვო ბაღში ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღს აქვს შესაძლებლობა მიმდებარე სოფლებს მოემსახუროს.

„მივესალმებით რეგიონში მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი სოფლის მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი თანამედროვე საბავშვო ბაღი, სადაც ჩვენს პატარებზე მთელი დღის განმავლობაში კვალიფიციური აღმზრდელები იზრუნებენ“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ მისასალმებელ სიტყვაში.

25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მუნიციპალური სახსრებით დაფინანსდა. დასაქმდა 10-მდე ადგილობრივი მოსახლე.

Visited 159 times, 1 visit(s) today