დუშეთის მუსიკალურ სკოლას 65 წელი შეუსრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ. დუშეთის მუსიკალურ სკოლას 65 წელი შეუსრულდა. სახელოვნებო სკოლის შენობაში გამართულ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გამოფენის სახით ენახათ მუსიკალური სკოლის ისტორიის ამსახველი კადრები და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით მოესმინათ ქართველი კომპოზიტორების – ვაჟა აზარაშვილის, ვაჟა დურგლიშვილის, მაყვალა ხორბალაძე-ლაშქარაშვილის და მერაბ მერაბიშვილის ნაწარმოებები. კონცერტზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს სამუსიკო სასწავლებლის პატარა აღსაზრდელებმაც .
65 წლის იუბილეს საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ნადა ბიძინაშვილი და შალვა დავითაშვილის სახელობის თელავის მუსიკოსთა კონკურსის ორგანიზატორი ვიქტორია სირაძე-დავითაშვილი.

Visited 237 times, 1 visit(s) today