თოჯინების თეატრის საერთაშორისო დღეს, დუშეთის სახალხო თეატრი ტრადიციულად სპექტაკლის პრემიერით შეხვდა. ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ჯანსუღ ნიქაბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “შემთხვევა ტყეში” დაიდგა, რომლის პრემიერამაც ბავშვების დიდი ოვაციების და სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა. სპექტაკლში ადგილობრივი მსახიობები მონაწილეობენ, მისი დამდგმელი რეჟისორი ელენე პაპიაშვილია, მუსიკალური გაფორმება თამარ მოზდოკელს ეკუთვნის, ხოლო მხატვრული გაფორმება – ალბერტ ჭინჭარაულს. სპექტაკლს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად დაესწრნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.
2003 წლის 21 მარტიდან ამ დღეს მეთოჯინეების ანუ თოჯინების თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება და დუშეთის სახალხო თეატრი უკვე რამდენიმე წელია მას ახალი სპექტაკლებით უერთდება.
დუშეთის სახალხო თეატრი ტრადიციულად სპექტაკლის პრემიერით შეხვდა

21/03/2019