დუშეთში ანსამბლ “დიდგორის” ფოლკლორული კონცერტი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ანსამბლ “დიდგორის” მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.კონცერტში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს დუშეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა: გიორგი გორდელაძემ და ლია სალაყაიამ. ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ფოლკლორულ საღამოს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – ქეთო წიკლაური.

Visited 126 times, 1 visit(s) today