დუშეთში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე პროგრამის საგრანტო და ტექნიკურმა დირექტორებმა – შალვა ფიფიამ და დავით შერვაშიძემ ისაუბრეს ხუთწლიანი პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე.
პროგრამის მიზანია საქართველოში მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების საწარმოებისა და სამაცივრე მეურნეობების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის პროგრამა უზრუნველყოფს ბაზარზე ორიენტირებულ და საშუალო საწარმოებს, ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მომწოდებლებს 6 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესტირებით და მათ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ეს ხელს შეუწყობს მათი პროდუქტიულობის, ბაზარზე ხელმისაწვდომობის და ცნობადობის დონის ამაღლებას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ დეტალური განმარტებები მიეღოთ სააგენტოს წარმომადგენლებისაგან USAID -ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.

Visited 88 times, 1 visit(s) today