ქალაქ დუშეთში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად, 5 ივლისს, ადგილზე გაეცნო.
“აღნიშნული ცენტრი ერეკლე მეორის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება და სამუშაოების პირველი ეტაპი სექტემბრის თვეში დასრულდება”- აღნიშნა გიორგი თანიაშვილმა.
ცენტრის მშენებლობა დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მისი ღირებულება 253 002 ლარს შეადგენს, ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს “ალგო 200” წარმოადგენს.