დუშეთში დამწვარი მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

23 აგვისტოს, დღის ბოლოსთვის, ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თვალივში მოხდა ცეცხლის კერების ლოკალიზაცია. დაიგეგმა მიღწეული შედეგის შენარჩუნება ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც, მომდევნო დღეს, ადგილზე მომუშავე მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეუდგებოდა.
24 აგვისტოს გამთენიიდან განახლდა სამაშველო საქმიანობა. ბუნებრივი პირობების ხელშეწყობით სამუშაოები ეფექტიანად წარიმართა. პროცესში ჩაერთო MI 8T ტიპის ვერტმფრენი, რომლის საშუალებითაც ლოკალიზებულ კერებზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით დამწვარი მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს, რაც 23 აგვისტოს მაჩვენებლის იდენტურია.
ადგილზე რჩება ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლების სოლიდური რაოდენობა, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც დღის მეორე ნახევარში უკვე დასკვნით ზომებს მიიღებენ. განხორციელდება მიწის სამუშაოები, რომლითაც მოხდება სტიქიის სრული ლიკვიდაცია.

Visited 165 times, 1 visit(s) today