დუშეთში კოსტავას ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებული 295 მეტრი სიგრძის ამორტიზებული გზა ახალი ორ ფენიანი ასფალტის საფარით ნაცვლდება,შედეგად კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული ხდება. პროექტის ფარგლებში,იგეგმება ბორდიულების მოწყობაც. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს ოცი ადამიანია დასაქმებული. კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს შპს “საგზაო შვიდი” და სახელშეკრულებო ღირებულება 239 200 ლარია. შესრულებული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

Visited 133 times, 1 visit(s) today