დუშეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა. საკუთარი სისხლი მოსახლეობასთან ერთად საკრებულოს და მერიის თანამშრომლებმა გაიღეს. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მობილურმა ჯგუფმა, რომელიც აქციის ორგანიზატორი გახლდათ, უწყების თანამშრომელთათვის ადგილზე იმუშავა.
სისხლი უანგაროდ გაიღო 45-მა დონორმა. მათ პარალელურად ჩაუტარდათ სისხლის უფასო ანალიზი ძვირადღირებულ სამედიცინო კვლევებზე და სამადლობელი სიგელები გადაეცათ. აქცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინციატივითა და მერიის ხელშეწყობით გაიმართა. სისხლის უანგარო დონაციის აქციებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ.

Visited 109 times, 1 visit(s) today